დევნილები ბავშვთა დაცვის დღეს საბავშვო ბაღს ითხოვენ (ვიდეო)
19:03 / 01.06.2017
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა ახალ დასახლებაში ბავშვთა
დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიებაზე დევნილი ბავშვები
ანიმატორებმა და ჯამბაზებმა გაართეს.მათი მონაწილეობით ცეკვები და
სიმღერები შესრულდა.
,,თუნდაც ერთი დღე რომ გაერთონ ჩვენი ბავშვები, ეს მათთვის ბევრს
ნიშნავს. ვისურვებდი მომავალში ეს დღე მათთვის აფხაზეთში
მიმელოცოს’’,- აღნიშნა ორგანიზაცია „ერთსულოვნების“ წარმომადგენლმა
კახა ჯინჯოლიამ.
ღონისძიება დევნილთა
დასახლებაში
ამასთან, აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთ მიზანს დევნილთა ახალ
დასახლებაში მცხოვრები ბავშვებისთვის სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულების მოთხოვნა წარმოადგენდა. შეხვედრა სათემო ორგანიზაცია
,,ერთსულოვნების’’ ორგანიზებით ჩატარდა.
ცნობისთვის, აღნიშნულ დასახლებაში დარეგისტრირებულია 98 ბავშვი,
რომელსაც სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა არა აქვთ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები