შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით
რუხში „მარათონი 2017“ გაიმართა. 5 კილომეტრიან გარბენში, რომელმაც
სტარტი რესტორან „არგოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო და „რუხი
მოლთან“ დასრულდა, 200-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
პირველი ადგილი გოგონებში - მარიამ ბერანძემ, ხოლო ბიჭებში
ბაჩანა ოყუჯავამ მოიპოვა. მან მანძილი 19 წუთში დაფარა.
ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა საპრიზო ადგილებზე გასული ექვსი
მონაწილე დააჯილოვეს და სხვადასხვა პრიზი გადასცეს, მათ შორის,
GemFest-ის ბილეთები.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულმა მონაწილეებმა შპს "კედასგან"
ფულადი ჯილდო და მაღაზია „New Optic“-ის სასაჩუქრე ბარათები
მიიღეს.
გარბენში მონაწილეობა ახალგაზრდებათან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა და Gemfest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ
მიიღეს.
მარათონის დასრულების შემდეგ კონცერტი გაიმართა.
მარათონს, რომლის მთავარი მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა,
გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი, ორგანიზატორები მის ჩატარებას
ყოველწლიურად აპირებენ.
ღონისძიების სპონსორები არიან: რუხი მოლი, წყალი „სნო“, გამაგრილებელი
სასმელი „PEPSI”, რესტორანი "არგო", შპს "კედა" და საკანცელარიო
სერვისი „BestCopy”.
ამასთან „მარათონი 2017“ - ის მხარდამჭერები არიან: საპარტნიორო
ფონდი, ტექნოპარკი, ქალაქ ზუგდიდის მერია, გამგეობა, სამეგრელო- ზემო
სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და რადიო „ათინათი“
.
ამავე თემაზე:
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები