„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“- პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
16:03 / 14.06.2017
განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა (KEDEC) ზუგდიდში
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“
წარადგინა. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა. მას
სამეგრელო–ზემო სვანეთში მოქმედი ორგანიზაციები დაესწრნენ.
ორგანიზაციის დირექტორის ლია კილაძის თქმით, აღნიშნული პროექტი მიზნად
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ისახავს.
,,პროექტი მრავალ შესაძლებლობას იძლევა, როგორც სამოქალაქო
საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, ასევე, ბიზნეს და
სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. საბოლოო ჯამში ის ემსახურება
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და მათთვის
სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნას ’’,- აღნიშნა კილაძემ.
ამასთან, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონებში ადგილობრივი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების შერჩევა, რომლებიც ინფორმაციის
გავრცელების, კომუნიკაციის, ტრენინგებისა და სხვადახვა აქტივობების
ცენტრი იქნება.
,,საქართველოს 10 რეგიონში, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთში
რეგიონული „ჰაბი“ შეირჩევა. თუ რომელი ორგანიზაცია იქნება ეს, ამის
შესახებ კი ღია კონკურსის შემდეგ გავიგებთ ‘’, - თქვა პროექტის
მენეჯერმა დავით აფრასიძემ.
ზემოაღნიშნული პროექტი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ (KAS)
ხორციელდება, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და
კონსულტაციის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და
განვითარების ცენტრი(CSRDG) და განათლების განვითარებისა და
დასაქმების ცენტრთან (KEDEC) პარტნიორობით.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები