ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამლვა დაიწყო (ვიდეო)
15:46 / 17.06.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო
შეწამვლითი სამუშაოები დღეს დაიწყო.
ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სურსათის ეროვნული სააგენტოს
სპეციალისტები შ.პ.ს ,,ზუგდიდაგროსერვის“-თან ერთად ახორციელებენ. მათ
შესაბამისი სწავლება ჩაუტარდათ და სპეციალური აღჭურვილობა და
ტანსაცმელი გადაეცათ. სამუშაოებში მონაწილეობა დღეს ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა
წარმომადგენლებმა მიიღეს.
დღესვე ისინი სოფელ ორსანტიაში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და
მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია
გააცნეს.
„დღეს დავიწყეთ სახელმწიფო პროგრამა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო
შეწამლვითი სამუშაოების შესახებ. სამუშაო ჯგუფებმა მუშაობ უკვე
დაიწყეს. პირველი ეტაპი, დაახლოებით, 22 დღეში უნდა დასრულდეს“, -
აღნიშნა ლაშა გოგიამ.
სახელმწიფო პროგრამით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას
ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში, თხილის ნარგავების შეწამვლითი
სამუშაოები 48 544 ჰექტარზეა დაგეგმილი. 1,5 ჰა-მდე ფართობის
მფლობელებს სახელმწიფო ნარგავებს საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 1,5
-დან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი შესაწამლად
უსასყიდლოდ გადაეცემათ. აღნიშნული სამუშაოებისთვის კი სახელმწიფო
ბიუჯეტიდან 1 421 300 ლარი და 7-ტონამდე საწვავი გამოიყო.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დღეს დაიწყო და
ეტაპობრივად 48 ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.
ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები