ზუგდიდში flea market-ის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
16:36 / 19.06.2017
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანასწორობის მოძრაობამ’’ ,,flea
market"-ის პრეზენტაცია ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ე.წ. ძველმანების ბაზრობა დაგეგმეს.
„თანასწორობის მოძრაობის“ თანამშრომლის ცაბუნია ვართაგავას თქმით, ეს
იქნება ღონისძიება, რომლის მთავარი მესიჯია
,,თანასწორობისთვის’’.
,,დაიგეგმა 1 ივლისის "flea market", რომელიც არ იქნება მხოლოდ
ვაჭრობა, ამ ღონისძიებაზე ხაზი გაესმევა ადამიანთა უფლებებს.
გვიერთდებიან ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და სხვადასხვა
ორგანიზაცია. გარდა ამისა, ე.წ. ძველმანების ბაზრობაზე მოსულ
ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაყიდოს ან იყიდოს ნებისმერი ნივთი, იდეა
და მოქმედება’’,- თქვა ვართაგავამ.
აღნიშნულ შეხვედრაზე ღონისძიების ჩატარების თარიღი შეიცვალა. flea
market ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში 1 ივლისს გაიმართება.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები