რეგიონი
„მოიზღვავე წიგნები“ - გამოფენა-გაყიდვა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში წიგნების გამოფენა-გაყიდვა იმართება. ღონისძიებაზე რვა ქართული გამომცემლობის სხვადასხვა ჟანრის, მათ შორის, თანამედროვე ქართული და ნათარგმნი მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო, კულინარიული და სხვა წიგნებია წარმოდგენილი. ღონისძიების ორგანიზატორის, ზვიად კვარაცხელიას ინფორმაციით, მსურველებს წიგნების ყიდვა „განსაკუთრებული“ ფასდაკლებით შეუძლიათ.



„ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მკითხველთან უფრო ახლოს მისვლას და განსაკუთრებული ფასდაკებით მრავაფეროვანი არჩევანის შეთავაზებას. ვფიქრობ, მკითხველს მოეწონება აქ წარმოდგენილი წიგნები“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.

მსგავსი ღონისძიებების აუცილებლობაზე საუბრობენ მკითხველები. ერთ-ერთი მათგანის კრისტინე კილანავას თქმით, წიგნების გამოფენა-გაყიდვა ხელს შეუწყობს კითხვის ტრადიციის აღდგენას.

„ეს შესანიშნავი წამოწყებაა, რომელიც ახალგაზრდებს დააინტერესებს იკითხონ მეტი. მე რამდენიმე წიგნი შევიძინე. მართალია, კარგი იქნებოდა უფრო დაბალი ფასები იყოს, თუმცა, იმდენად კარგი წიგნებია, რომ ფასზე ლაპარაკიც ზედმეტი იქნებოდა“, - თქვა კილანავამ.




პროექტი „მოიზღვავე წიგნები“ საქართველოს რეგიონებში ხორციელდება და გამოფენა-გაყიდვა ხვალ დასრულდება.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.