საგანმანათლებლო ცენტრში „მარდი“ დღეს ახალი პროექტის „განათლება
განვითარებისთვის“ პრეზენტაცია
გაიმართა. ცენტრის პედაგოგებისა და დამაარსებლების აღნიშნულ პროექტში
სხვებთან ერთად სოციალურად დაუცველი მოსწავლეებიც ჩაერთვებიან.
პროექტის თანახმად, შაბათ-კვირას ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა
საგანმანათლებლო და ფიზიკური აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის
საოლიმპიადო მათემატიკასა და ზოგად უნარებში.
„გვსურდა წამოგვეწყო ეს უფასო კურსები საოლიმპიადო მათემატიკასა და
ზოგად უნარებში, რადგან ყველას არ აქვს ხელმისაწვდომობა აღნიშნულ
სერვისზე, რომ იმეცადინოს კერძოდ და ჩვენ გვინდა ამ ადამიანებს
შევთავაზოთ ის, რაც შეგვიძლია უსასყიდლოდ“, - აღნიშნა მათემატიკის
დოქტორანტმა კობა შონიამ, რომელიც მოსწავლეებს უქმე დღეებში
მათემატიკის კურსს უფასოდ ჩაუტარებს.
სოციალურად დაუცველი ბავშვების მოძიებას ცენტრი თვითმმართველობასთან
და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით გეგმავს. პროექტი
მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს დაიწყება.
ცნობისთვის, საგანმანათლებლო ცენტრში, რომელიც 2017 წლის იანვარში
დაფუძნდა, ამ დროისთვის, სკოლამდელი ასაკიდან მეექვსე კლასის ჩათვლით
მოსწავლეები ირიცხებიან. მათ შორის, სოციალურად დაუცველი მოზარდებიც
არიან, რომელთათვის, ცენტრის ერთ-ერთი დამარსებლის, ელისო რაფავას
ინფორმაციით, სწავლა უფასოა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები