2 კვირაში მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ელექტრონული მუსიკის
ფესტივალი ,,Gem fest'' სტარტს აიღებს. ფესტივალის ორგანიზატორებმა,
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,
ღონისძიების გეგმა და განახლებული ინფრასტრუქტურა ჟურნალისტებს
გააცნეს.
Gem fest-ის დამფუძნებლის გიორგი სიგუას თქმით, ეს იქნება მსოფლიოს
ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი.
,, წელს gem fest-ის მასშტაბი ბევრად გაზრდილია. ფესტივალზე 500-მდე
მსოფილიოში ცნობილი არტისტი დაუკრავს, რაც ასევე მსოფლიო რეკორდი
არის. ფესტივალის მიმდინარეობისას აქ 3000-მდე სხვადასხვა სახის
ღონისძიება გაიმართება’’, - თქვა სიგუამ.
კარვების ქალაქის მენეჯერი გოგი კახიძე ამბობს, რომ Gem fest-ის
ტერიტორიაზე 2500-ზე მეტი ახალი კარავი განთავსდება, სადაც 10 000
დამსვენებელი დაბინავდება.
საფესტივალო ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის
ხელისუფლება 800 ათას ლარს ხარჯავს. დასრულებულ და მიმდინარე
სამუშაობზე ჟურნალისტებსინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის
გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
გამგებელმა ლაშა გოგიამ მიაწოდეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება ანაკლია-განმუხურის
დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდს, რეაბილიტირდა ანაკლია-ზუგდიდის
დამაკავშირებელი ცენტრალური გზა.
საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „Gem-fest“ პირველად 2015
წელს ჩატარდა. ანაკლია-განმუხურის სანაპირო წელს ფესტივალს ერთი თვის
განმავლობაში უმასპინძლებს.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები