ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა და წვიმაა მოსალოდნელი.
ამის შესახებ
რადიო „ათინათს“ გარემოს
ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსის, დოდო გვაზავას
ცნობით, დღეს საღამოდან დაწყებული წვიმა 4 დღის განმავლობაში,
სხვადასხვა ინტენსივობით გაგრძელდება.
„ჰაერის ტემპერატურა 10°-ით დაეცემა. ხვალ უკვე 27° იქნება. ამასთან,
გაძლიერდება დასავლეთის ქარი. 6-ში ნალექი, შესაძლოა, შეწყდეს, თუმცა
გრილი და არამდგრადი ამინდი 8 ივლისამდეა მოსალოდნელი“- აღნიშნა
გვაზავამ.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ ბოლო ორი
დღის განმავლობაში 38-40°-ს მიაღწია.
ამავე თემაზე:
დასავლეთ
საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა 40°- მდე მოიმატოს
ჯანდაცვის სამინისტრო
მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურის დროს რეკომენდაციებს სთავაზობს
მასალის გამოყენების პირობები