რეგიონი
,,The Guardian“-ის ჟურნალისტის მოგზაურობა სვანეთში (ფოტო)
ბრიტანულმა გამოცემამ „The Guardian“ საქართველოს შესახებ სტატია ,,ფეხით შემოვლილი სვანეთი’’ გამოაქვეყნა. მასალაში ჟურნალისტი ჯერემი ჰედი სვანეთში მოგზაურობას და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელ კონტრასტებს აღწერს.

,, ერთის მხრივ მესტიაში ჩამოსულ ტურისტს განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, მუზეუმები და რა თქმა უნდა სვანეთის მთები ხვდება,’’


ფოტო: „The Guardian'

მეორეს მხრივ კი ის წერს, რომ საქართველოში თავისუფლების მიუხედავად, ბეჩოში საბჭოთა კავშირის სიმბოლიკები მრავლად არის.

,,ტრადიციული, ძველი არქიტექტურა და საბჭოთა მონუმენტური შენობები’’, - წერს ჟურნალისტი.


ფოტო: „The Guardian''

უცხოელი ჟურნალისტის თვალით დანახული სვანი ფერმერი გამბედავი და დამოუკიდებელია.

„ამ ყველაფერთან ერთად ტურიზმი მათ დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციეს“, - წერს ჟურნალისტი.

ის სტატიაში ქართულ სამზარეულოზეც საუბრობს, მათ შორის, კუბდარის მომზადების წესზეც. ,,ერთი შეხედვით მარტივია: ცომი, საქონლის ხორცი და ხახვი. თუმცა ჩემი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.’'


ფოტო: „The Guardian''

სტატიის ბოლოს ჟურნალისტი წერს იმ დილემაზე, რაც მას ლანჩის დროს პეიზაჟის არჩევისას უხდებოდა.


ფოტო: „The Guardian''

,, ყველაზე რთული ლანჩის დროს ხედის შერჩევა იყო. ჩვენ ავირჩიეთ ადგილი, საიდანაც მარჯვნივ მყინვარი უშბა ჩანდა, ქვევით კი მწვანე ხეობა, რომელსაც უძველესი კოშკები გადაჰყურებდნენ. ეს იყო გრძელი და დამღლელი მოგზაურობა, თუმცა ნამდვილად ღირდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.