რეგიონი
ფესტივალი "სვანეთობა 2017" (ფოტო)
მესტიაში  "სვანეთობა 2017" - მა რეგიონულ ფოლკლორულ ფესტივალს "ფუძეობას" უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, სეტის სკვერში ტრადიციული სვანური სამზარეულოს და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა გაიმართა. 



ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ და უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული სვანური სამზარეულო.



გამოფენის პარალელურად, მიმდინარეობდა კონცერტი, რომელშიც რამდენიმე ადგილობრივი ანსამბლი მონაწილეობდა.



გარდა ამისა, მაყურებლის წინაშე ფრანგული მუსიკალური ჯგუფი 10 ნომრით წარდგა.





ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს, სიგელები, ჩონგურები და სვანეთის მუზეუმის კატალოგი გადაეცათ.

საუკეთესო სამზარეულო - იდლიანის ტერიტორიული ერთეული,



საუკეთესო ტრადიციული ნომრის შესრულება - ლატალის ტერიტორიული ერთეული



საუკეთესო გამოფენა - მულახის ტერიტორიული ერთეული

საპატიო მესტიელის წოდება ადილარ ჩართოლანს მიენიჭა


დაჯილდოების ცერემონიას მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი წარუძღვა.



„სვანეთობა 2017“ გრანდიოზული კონცერტით ანსამბლმა ,,ერისიონმა’’ დახურა, რომელმაც ადგილობრივ და უცხოელ მსმენელს 2 საათაინი პროგრამა შესთავაზა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.