საზოგადოება
როგორ მივიღოთ სასურველი თანხა ხელსაყრელი პირობით ®
ფინანსური პრობლემა ნებისმიერ ადამიანს
შეიძლება შეექმნას. ავტომობილის გაფუჭება, ტექნიკის მწყობრიდან
გამოსვლა,
მიმდინარე გადასახადები – მოულოდნელი
ხარჯების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. როგორ უნდა გავუმკლავდეთ
გაუთვალისწინებელ ხარჯებს? ვისესხოთ თანხა მეგობრისგან თუ ონლაინ
რეჟიმში ავიღოთ სესხი? ახლობლებს ყოველთვის ვერ ვთხოვთ ფულს. ეს ერთი
მხრივ, უხერხულობასთან არის დაკავშირებული, მეორე მხრივ კი, მათ
შესაძლოა სულაც არ ჰქონდეთ ჩვენთვის საჭირო თანხა. დღეისათვის, თანხის
მიღება მარტივია, რადგან საფინანსო ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი
მომსახურება, როგორიცაა სწრაფი ონლაინ სესხი. სწორი არჩევანის
გაკეთება დროს მოითხოვს. საჭიროა თითოეული კომპანიის პირობის გაცნობა,
საპროცენტო განაკვეთების ერთმანეთთან შედარება. მომხმარებლები ხშირად
ჩქარობენ თანხის მიღებას და არ ითვალისწინებენ კრედიტორის
პირობას.
Credy საშუალებას გაძლევთ მხოლოდ ერთი განაცხადით
დაუკავშირდეთ 20-მდე საკრედიტო კომპანიას და შეარჩიოთ ისეთი
კრედიტორი, რომელიც შემოგთავაზებთ საუკეთესო პირობას. სერვისი
გეხმარებათ დროის დაზოგვაში, არ გიწევთ თითოეული მათგანის ვებგვერდზე
შესვლა, პირობების გაცნობა და შედარება. ერთი მარტივი განაცხადის
შევსებით მხოლოდ 15 წუთში, სახლიდან გაუსვლელად იღებთ 1500 ლარამდე
თანხას. კრედის ონლაინ
სესხები საუკეთესო საშუალებაა ფინანსური პრობლემის
სწრაფად და მარტივად მოსაგვარებლად.
სწრაფი სესხი მოკლევადიანი კრედიტია, რომელიც გაუთვალისწინებელი
ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლადაა განკუთვნილი. მისი დაფარვის
ვადა ერთ თვემდეა. სერვისით სარგებლობისას არ მოითხოვება მიზნობრიობის
დასაბუთება, თანხის გამოყენება სურვილისამებრ შეგიძლიათ. საბანკო
სესხებისგან განსხვავებით სერვისით სარგებლობა მარტივია. თუ ბანკში
კრედიტის ასაღებად გჭირდებათ ფილიალში მისვლა და ლოდინი. ამასთან,
გარკვეული ტიპის სესხის გაცემისას მოითხოვება გირავნობა,
თავდებობა,
სწრაფი სესხის აღება ნებისმიერი ადგილიდან, 24 საათის მანძილზე
შეგიძლიათ. მთავარი მოთხოვნაა გქონდეთ ანგარიში, რომელზეც
დაგერიცხებათ თანხა, იყოთ საქართველოს მოქალაქე, 20-დან 65 წლამდე,
გქონდეთ მობილური ტელეფონის ნომერი და პირადობა ან პასპორტი.
ონლაინ სესხების მომსახურებით მარტივად მიიღებთ თანხას და სწრაფად
გადაჭრით ფინანსურ პრობლემას. კრედიტის ასაღებად ეწვიეთ სასურველი
კრედიტორის ვებგვერდს, აირჩიეთ თანხის ოდენობა და შეავსეთ განაცხადის
ფორმა. სესხის მისაღებად არ დაგჭირდებათ დოკუმენტების წარდგენა ან
ქონებით უზრუნველყოფა. დააზუსტეთ კრედიტორის პირობა; რა საპროცენტო
განაკვეთში გაიცემა თანხა, რამდენის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად,
რა პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ ვადაგადაცილების ან გადაუხდელობის
შემთხვევაში. პროდუქტის პირობების ცოდნა თავიდან აგარიდებთ
მოულოდნელობებს.
დაგჭირდათ მიკრო
სესხი და არ იცით რა უნდა გაითვალისწინოთ თანხის
აღებამდე? სწორი არჩევანის გასაკეთებად დიდი მნიშვნელობა აქვს
პროდუქტის პირობების ცოდნას.
• დეტალურად წაიკითხეთ ხელშეკრულება – სანამ სესხს აიღებთ გაეცანით
ხელშეკრულებას, რათა იცოდეთ მომსახურების პირობა, ის თუ რა
მოვალეობები გეკისრებათ. ხელშეკრულებაში მოცემულია ინფორმაცია
პროდუქტის ხარჯის შესახებ, რომელიც გაფრთხილებთ შესაძლო რისკების
შესახებ.
• გამოითვალეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა – იმისათვის,
რომ ზუსტი ინფორმაცია გქონდეთ მოსალოდნელი ხარჯების შესახებ,
აუცილებელია იცოდეთ კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა,
რადგან ის მოიცავს ყველა შესაძლო ხარჯს, რაც შეიძლება ჰქონდეს
პროდუქტს.
• შეადარეთ კომპანიების პირობები – დღეისათვის სესხის პირობების
გაგება არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, რადგან ინტერნეტ სივრცეში ბევრი
ისეთი ვებგვერდია, სადაც ერთ სივრცეშია შესაძლებელი სხვადასხვა
კრედიტორის სესხის პირობის გაცნობა.
• შეაფასეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა – სესხის აღებისას
გაითვალისწინეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაფიქრდით, არსებული
რესურსების შესახებ. გახსოვდეთ, რომ სესხის დაგვიანებით გადახდა
უარყოფითად აისახება თქვენს საკრედიტო რეპორტზე.
გჭირდებათ თანხა, მაგრამ გიჭირთ არჩევანის გაკეთება? ეწვიეთ ვებგვერდს
Credy.ge, შეავსეთ სესხის განაცხადის მარტივი ფორმა.
თავად აირჩიეთ სასურველი პირობის კრედიტი და სწრაფად გადაჭერით
ფინანსური პრობლემა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები