რეგიონი
„მეწარმეობის რეგიონული სკოლა“ ზუგდიდში პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ზუგდიდსა და ახალციხეში იწყებს პროექტის - ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა’’ მეორე ეტაპს. პროექტი მოიცავს მეწარმეობის შესახებ ტრენინგებს, კრეათონებს (ბიზნეს იდეების მარათონი), ბიზნეს იდეებზე მუშაობას, პროტოტიპების შექმნას ტრენერებთან და მენტორებთან ერთად და სხვა.

,,მეწარმეობის რეგიონული სკოლაში’’ მონაწილეობის მიღება შეუძლია 16-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს. პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართება:

23 სექტემბერი - კრეათონი (ბიზნეს იდეების მარათონი), ბიზნეს-იდეებზე მუშაობა, დასაწყისი 11:00 საათზე;

30 სექტემბერი, 1 ოქტომბერი - ტრენინგები მეწარმეობის თემაზე - დასაწყისი 11:00 საათზე;

მონაწილეთა რეგისტრაცია 23 სექტემბერს, 10:00 საათზე გაიმართება.

სამინისტროს პროგრამა საპილოტეა და ხორციელდება ოთხ მუნიციპალიტეტში - ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, და პანკისის ხეობაში. პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებში სამეწარმეო და ინოვაციური უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მათ სტარტაპებს და თვითდასაქმებას შეუწყობს ხელს.

პროგრამა ხორციელდება სამინისტროსა და USAID-ის პროექტი ,,ზრდას’’ თანამშრომლობის ფარგლებში. პროგრამის საგანმანათლებლო ნაწილს უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ ტენდერის საფუძველზე შერჩეული ორგნიზაცია ,,ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი’’.

პროექტის დასკვნითი ეტაპი 28-29 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. 10 საუკეთესო სტარტაპის ავტორი საკუთარ იდეას „თბილისი მოლში“ წარუდგენს ფართო საზოგადოებასა და პოტენციურ პარტნიორებს. მონაწილეთა ხარჯებს სამინისტრო სრულად დაფარავს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე -  ბიზნეს იდეების კრეათონი ზუგდიდში

ასევე შეგიძლიათ დარეკოთ: 557 272 850; 555 605 606; 577 178 010

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.