საზოგადოება
პატრიარქმა შაბათი ერთობისა და თანადგომის დღედ გამოაცხადა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შაბათი ერთობისა და თანადგომის დღედ გამოაცხადა.  ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა, რომ ამ დღეს, დილის 10.00 საათიდან 15:00 საათამდე ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დაეხმარონ გაჭირვებულთ და სიკეთე გააკეთონ ქვეყნისთვის.

”ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში მშვიდობა სუფევდეს. ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ადამიანთა შორის იყოს კონფლიქტი. ადამიანთა შორის უნდა იყოს მშვიდობა. დიდება უფალს, რომ გვაძლევს ძალას, მადლს, რომელიც უძლურთა მკურნალია და ნაკლულებათა ამავსებელია. ჩვენ გვქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ გვაკლია ერთობა, გვაკლია ერთმანეთის თანადგომა. გადავწყვიტეთ ასეთი დღე ყოფილიყო ხუთშაბათი, მაგრამ ეს შეიცვალა, რადგან ხუთშაბათი სამუშაო დღეა და ხალხი სამუშაოს არ უნდა მოვწყვიტოთ. ამიტომ შაბათ დღეს გადავიტანეთ. ამ დღეს დილის 10.00 საათზე დაიწყება შეკრება, 12.00 საათზე იქნება სამადლობელი პარაკლისი, შემდეგ ისევ თანადგომა, საუბრები და საქმიანობა ადამიანთა შორის - 15:00 საათამდე. ე.ი. დილის 10.00-დან 15.00 საათამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაჭირვებულს დავეხმაროთ და ქვეყნისთვის სიკეთე გავაკეთოთ”, - აღნიშნა ილია მეორემ.

აქვე მან მრევლს მიმართა, რომ აკეთონ სიკეთე და სიკეთე უკან დაუბრუნდებათ.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.