ახალი ამბები
2018 წლის პირველი იანვრიდან ავტომობილების ტექდათვალიერება ეტაპობრივად დაიწყება
ავტომობილების ტექდათვალიერება მომავალი წლის პირველი აპრილიდან პირველ რიგში, დიდი მოცულობის ძრავის მქონე მანქანების შემოწმებით დაიწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის მიხეილ ხმალაძის ინფორმაციით, ტექდათვალიერება ეტაპობრივად განხორციელდება. 

„დღეს მოქმედი რეგლამენტით პერიოდული ინსპექტირება ეხება სატვირთო ავტომობილებს, რომელთა მასა არის 3.5 ტონაზე ზევით და სამგზავრო ავტომობილებს, რომლებსაც აქვთ 8 ან მეტი დასაჯდომი ადგილი. მაგრამ იმის გამო, რომ ჯარიმა ძალიან დაბალია - 10 ლარია, შესაბამისად, ამ კატეგორიის მანქანების ძალიან მცირე ნაწილი გადის პერიოდულ ინსპექტირებას, ამიტომ პირველ რიგში, იგეგმება ამ ჯარიმის გაზრდა. ასევე დღეს არსებული ხარისხი ისეთი არ არის, რაც უნდა იყოს. 2018 წლიდან ეს ყველაფერი იცვლება, ანუ აბსოლუტურად ყველა სრულყოფილ შემოწმებას გაივლის“, - აღნიშნა ხმალაძემ.

მისივე თქმით, რაოდენობიდან გამომდინარე, ერთ ან ორ თვეში ყველა ავტომობილის შემოწმება შეუძლებელია, ამიტომ ისინი პერიოდულად გადანაწილდება.

„ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მსუბუქი ავტომობილები გადავანაწილოთ ორი წლის განმავლობაში. პირველ რიგში, დაიწყება დიდი მოცულობის ძრავის მქონე მანქანების შემოწმება. რადგან მანქანას აქვს დიდი მოცულობის ძრავა, მოიხმარს შესაბამისად, დიდი რაოდენობით საწვავს და დაბინძურების ხარისხი მეტი აქვს. ამიტომ პირველ რიგში, ეს მანქანები უნდა იყვნენ წესრიგში, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს. შემდეგ, როდესაც ტესტირების ახალი ცენტრები დაგვემატება, უკვე გადავალთ სხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. ოქტომბრის ბოლოს გამოვაცხადებთ გრაფიკს თვეების მიხედვით, რომელი მანქანები რომელ თვეს უნდა მივიდნენ ტესტირების ცენტრებში“, - განაცხადა ხმალაძემ.

ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება საქართველოში 2004 წელს გაუქმდა. მისი ფასი 40 ლარს შეადგენდა.

წყარო: IPN
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.