საზოგადოება
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ეროპის ყველაზე ხანდაზმული „როუფ ჯამფერი“ გახდა
90 წლის ბობ სტილმა, თავისი დაბადების დღე , ჰარი-ბრიჯის პლატფორმიდან (კილიკრანკი, შოტლანდია) ნახტომით აღნიშნა. გამოცემა აღნიშნავს, რომ სტილი 40 მეტრის სიმაღლიდან, 22,3 მ/წ მოფრინავდა.
სპორტსმენს, , რომელიც ომის დროს ეგვიპტეში მსახუროდა, სურს ამ ნახტომით შოტლანდიის ვეტერანების საქველმოქედო ორგანიზაციის Erskine და საავადმყოფო Great Ormond Street -თვის შეაგროვოს ფული.
სტილის სიტყვებით, მან საუკეთესოდ აღნიშნა დაბადების დღე. ვეტერანი ნახტომის გამეორებასაც აპირებს.
გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ „როუფ ჯამფერად“ ჯერაც სამხრეთაფრიკელი მორ კიტი რჩება. 2010 წელს მან 96 წლის ასაკში შეასრულა ნახტომი.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები