ახალი ამბები
შს მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და თანამშრომლები დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა. გიორგი მღებრიშვილმა მათ მადლობა გადაუხადა.




„სტიქიასთან ბრძოლის დროს, ცაზე თქვენი ყოველი გამოჩენა იყო იმედი, ძალა და შედეგი... და ამ 2000-ზე მეტმა აფრენამ ყველას დაანახა, თუ რა შეუძლია სამშობლოსა და საქმის სიყვარულით გულანთებულ ადამიანს. იმ მძიმე წუთებში თქვენმა შვილებმა, ჩვენმა მომავალმა თაობამ, საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ იქცევიან ნამდვილი გმირები.

თქვენ ხართ მაღალი კლასის მფრინავები, ეკიპაჟის წევრები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ხშირად ვერტმფრენით წარმოუდგენელ მანევრს ასრულებთ განსაცდელში მყოფი ადამიანების დასახმარებლად.

როგორც მფრინავები ამბობთ, ავიაცია მიწიდან იწყება. იმ მძიმე დღეებში, სასაზღვრო პოლიციის პილოტების მხარდამხარ, დაუღალავად შრომობდნენ ის ადამიანები, ვინც საფრენი აპარატების საიმედოობასა და მზადყოფნას უზრუნველყოფს. დიდი მადლობა მათ.

ჩემთვის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, დიდი პატივია თქვენთან ერთად მუშაობა. თქვენ ყოველთვის ღირსეულად დგახართ ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის, კეთილდღეობისა და სიძლიერის სადარაჯოზე“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის 21 თანამშრომელი სამინისტროს მედლით - „მამაცობისთვის“, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს 4 თანამშრომელი სამინისტროს მედალიონით -„განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა.



ღონისძიებას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დაჯილდოებული თანამშრომლების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ფოტო: შსს

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.