ახალი ამბები
აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში ქართველი ახალგაზრდები ისწავლიან
შს სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიაში ქართველ ახალგაზრდებს სასწავლებლად გააგზავნის. აკადემია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ოთხწლიანი ინტენსიური საბაკალავრო პროგრამისთვის კანდიდატების შერჩევას სთავაზობს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, კურსანტის სასწავლო გადასახადს, ყოველთვიურ ფულად სარგოს, უნიფორმით უზრუნველყოფისა და კვების ხარჯებს აშშ-ის მთავრობა სრულად დაფარავს.

ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემია კანდიდატებს სწავლების 8 ძირითად მიმართულებას სთავაზობს, მათ შორის: სამოქალაქო ინჟინერია, ელექტროინჟინერია, საზღვაო არქიტექტურა და ინჟინერია, ოპერაციების კვლევა, საზღვაო და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მეცნიერებები, მართვა და ხელმძღვანელობა, სამანქანო ინჟინერია და მენეჯმენტი. დამატებითი მიმართულებების სახით კი გათვალისწინებულია: ნავიგაცია, კანონაღსრულება და საზაფხულო პროგრამა - სახომალდო პრაქტიკული და საავიაციო სწავლებები.

კანდიდატები გაივლია როგორც აშშ-ს მიერ განსაზღვრულ შერჩევის პროცედურას, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შერჩევისა და სამსახურში აყვანის პროცედურებს.

შერჩეული კურსანტები აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში სწავლას 2018 წლის 26 ივნისიდან დაიწყებენ.

ხელშეკრულების თანახმად, კურსდამთავრებულები, სულ მცირე, 6 წლის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში იმსახურებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.