ახალი ამბები
სახალხო დამცველის პოსტზე პარლამენტმა ნინო ლომჯარია აირჩია
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე საკანონმდებლო ორგანოში 96 ხმით 5-ის წინააღმდეგ აირჩიეს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ლომჯარია სახალხო დამცველის აპარატს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

“ძალიან ემოციური მომენტია ჩემთვის, იმიტომ, რომ ალბათ, არ არსებობს იმაზე დიდი პატივი ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, რომ იყოს საქართველოს სახალხო დამცველი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლომჯარიამ.

მისი თქმით, ეს ამავე დროს ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა, ამასთან, მან მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს და სხვა პოლიტიკურ ძალებს მისთვის ნდობის გამოცხადებისთვის.

პარლამენტში ომბუდსმენის თანამდებობაზე "პატრიოტთა ალიანსის" მიერ წარდგენილ კანდიდატსაც უყარეს კენჭი. კენჭისყრის შედეგად გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 27 წინააღმდეგი იყო.

პარლამენტის აღნიშნული დადგენილება 8 დეკემბერს მას შემდეგ ამოქმედდება, რაც უჩა ნანუაშვილს ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად ამოეწურება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ლომჯარიას საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოსა და სახალხო დამცველს შორის პროდუქტიული თანამშრომლობა შედგება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.