საზოგადოება
ელექტროენერგიის საფასური შესაძლოა გაიზარდოს
"ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ავთო დვალიშვილის ინფორმაციით, შესასყიდი ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა და შესაძლოა, რომ ეს ტარიფზე ასახოს. ამის შესახებ, მან სემეკის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ეს ზრდა განპირობებულია ლარის კურსის მერყეობით.

"თუმცა, აქ არის მეორე საკითხი - კომპანიას ბევრი მიმართულებით გაეზარდა ხარჯები, თუმცა მთავარი აქ არის ის, რომ ჩვენ გაგვეზარდა შესასყიდი ელექტროენერგიის საფასური. ანუ ჩვენ ვყიდულობთ ელექტროენერგიას, რომ შემდეგ აბონენტებამდე მივიტანოთ, სწორედ ეს შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა, შესაძლოა იყოს საუბარი იმაზე, რომ ეს აისახოს ტარიფში, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, სემეკის დასათვლელი და გადასაწყვეტია. არსებობს სხვა კომპონენტები, რომელიც შეიძლება დაბალანსდეს. ეს უკვე სემეკმა უნდა გადაწყვიტოს", - განაცხადა დვალიშვილმა.

დღეს კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" სემეკში წარადგენს დისტრიბუციის დარგში სამწლიან საინვესტიციო გეგმას, რომელიც დაახლოებით, 230 მილიონი ლარის ინვესტიციას გულისხმობს. ასევე გენერაციის დარგში ორწლიან გეგმას, რომელიც დაახლოებით, 44 მილიონი ლარის ინვესტიციას გულისხმობს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.