საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ჟურნალისტებთან ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს დაუმძიმებენ.
ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს,რომ, მისთვის ჯერჯერობით, ბრალის წარდგენის ზუსტი დრო უცნობია და პროკურატურიდან ამის შესახებ ინფორმაციას ელოდება.
ვანო მერაბიშვილს ბრალი სანდრო გირგვლიანის საქმეზე უნდა დაუმძიმონ. აღნიშნულის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა საჟაროდ 22 ივნისს განაცხადა.
კბილაშვილი ამ ეტაპზე თავს იკავებს კომენტარისგან, მოხდება თუ არა მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმება სამეგრელოში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.
"სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ბრალის წარდგენის საკითხზე ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ უახლოეს დროში ვგეგმავთ მერაბიშვილისთვის ბრალის წარდგენას გირგვლიანის ეპიზოდზე", - აღნიშნა კბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები