რეგიონი
საახალწლო ღონისძიებები ზუგდიდში
ზუგდიდში საახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია. ამ დროისთვის ქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელთა ნაწილი ზუგდიდს თბილისის მერიამ ათხოვა.

რაც შეეხება ღონისძიებებს, ისინი 22 დეკემბერს ქალაქის სკეიტ პარკში ნაძვის ხის ანთებით დაიწყება და 7 იანვარს ალილოთი დასრულდება. ახალი წლის ღამეს დაგეგმილ გალა კონცერტში კი მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ, მათ შორის, ანსამბლი "ოდოია", ანსამბლი "ცისკარი", "ჩელა" თიკო თოდუა, ლაშა თოდუა და სხვები.



„თანხა არ არის გათვალისწინებული კონცერტებისთვის, ბიუჯეტის დაზოგვის ბიზნით წელს მომღერლები თბილისიდან არ ჩამოგვყავს", - აღნიშნეს მერიაში.

საახალწლო ღონისძიებების განრიგი კი ასე გამოიყურება:

22-დეკემბერი-18:00 სთ - კონცერტი (ბენდ "ზუგდიდის" მონაწილეობით, ნაძვის ხის ანთება (სკეიტ პარკი)

27 დეკემბერი 17:00 საათი - მერის საბავშვო-საახალწლო მიღება (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია )

31 დეკემბერი. 22:00 საათი - საახალწლო გალა-კონცერტი (სკეიტ-პარკი)

3 იანვარი 15:00 საათი - თოჯიონების თეატრი- საახალწლო ზღაპარი ყველაზე პატრა მაყურებლებისთვის (კულტურის ცენტრ „ოდიშის“ დარბაზი)

7 იანვარი 12:00 საათი - საშობაო ალილო.

სულ ბიუჯეტიდან საახალწლოდ 32 000 ლარამდე დაიხარჯება, რომლიდანაც ფოერვერკებისთვის 4 ათას ლარამდეა გათვალისწინებული. რაც შეეხება დანარჩენ 27 000 ლარზე მეტს, აღნიშნული თანხა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის გადასაცემი სასაჩუქრე პაკეტებისთვის არის განსაზღვრული. სასაჩუქრე პაკეტებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ორივე ტენდერი, რომელთაგან ერთის ღირებულება 8 000 ლარს, ხოლო მეორის 19 702 ლარს შეადგენს, შპს „ბ.თ.ბ“-მ მოიგო.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.