Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/skola.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/skola.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/skola.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/skola.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
სექტემბრიდან სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასი მოიმატებს
განათლების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განაცხადებით სკოლის დირექტორების ხელფასი 60 ლარით გაიზრდება. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა , „ დირექტორის მოადგილეებს ქონდათ 335 ლარი, ახლა ექნებათ 400 ლარი. სკოლის ბუღალტერს ჰქონდა - 235 ლარი, ახლა ექნება - 320 და ა.შ. ასევე მარგველაშვილის ინფორმაციით, მინისტრის ბრძანებულებაში შესული ცვლილების შედეგად, სკოლის მასწავლეების შვებულება 40 სამუშაო დღით განისაზღვრა. "2013 წლის ივლისის დასაწყისიდან ყველა მასწავლებელი წინმსწრებით მიიღებს შვებულების თანხას და მათ ექნებათ შესაძლებლობა რომ 2 თვის განმავლობაში კარგად დაისვენონ და მოემზადონ ახალი სასწავლო წლისთვის", – აღნიშნა მინისტრმა. მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ასევე სკოლების რეაბილიტაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაფხულში, სამინისტრო 600-მდე სკოლის რეაბილიტაციას და რამდენიმე სკოლის მშენებლობას გეგმავს. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა უფასო სახელმძღვანელოების საკითხზე, მარგველაშვილის განცხადებით, 2013 წლის სექტემბერში ყველა საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სახელმძღვანელობი უფასოდ მიეცემათ. მისივე თქმით, სახელმძღვანელოების ბეჭდვა და დასაწყობება მიმდინარეობს და მალე მოხდება მათი სკოლებში დარიგება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.