Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/patimrebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/patimrebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/patimrebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/patimrebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ვანო მერაბიშვილი პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლებს ბოდიშს უხდის
შს სამინისტროს მიერ აღმოჩენილ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ვიდეო  კადრებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა. მერაბიშვილი თავის ღია წერილში ბოდიშს უხდის ყველა იმ ადამიანს ვინც მისი მინისტრობის დროს პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. რადიო "ათინათი" ვანო მერაბიშვილის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ. დღემდე ვფიქრობდი, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ვიამაყებდი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს განხორციელებული რეფორმებით. იმით, რომ ჩემს მეგობრებთან და ათასობით პოლიციელთან ერთად, რეგიონში ყველაზე კორუმპირებული და არაპოპულარული პოლიცია, ყველაზე პოპულარულ და არაკორუმპირებულად ვაქციეთ, რითაც ჩვენი რეფორმა ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითო გახდა. მე ვამაყობდი, რომ ჩემი მინისტრობის დროს არც ერთი პოლიტიკური ოპონენტი, ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკულად განწყობილი არც ერთი წარმომადგენელი არ მოუკლავთ, არ გაუტაცებიათ და უგზო-უკვლოდ არ დაკარგულან. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პოლიციელებმა მონაწილეობა მიიღეს ადამიანების წამებაში, ეს ჩემს წარმატებას ეჭვის ქვეშ დააყენებს. მე მინდა ვთქვა, რომ ჩემი მინისტრობის დროს მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი ვინც ამ ფაქტში მონაწილეობას იღებდა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი მინისტრობის დროს პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მინდა ბოდიში მოვუხადო ათასობით პოლიციელს, ვინც ჩემთან ერთად არ დაიშურა ენერგია და დაუღალავი შრომის, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, საქართველო აქცია ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად. მე ვთხოვ საზოგადოებას, ეს რისხვა არ გადაიტანოს ყველა პოლიციელზე. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს პარტიულ მეგობრებს, რომლებმაც მანდეს ეს საპასუხისმგებლო თანამდებობები და მეხმარებოდნენ რეფორმების განხორციელებაში. მე დავამტკიცებ, რომ ამ ფაქტებთან არავითარი კავშირი არ მაქვს. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ცემის, წამების და არასათანადო მოპყრობის გამო რამდენიმე ასეული პოლიციელის დასჯის ფაქტი საკმარისი იქნებოდა რომ მსგავსი პრაქტიკა პოლიციიდან მთლიანად აღმოფხვრილიყო. თუმცა, სამწუხაროდ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ჩემს სისტემაში გამოვლინდა დანაშაული, რომლის გამოც დღეს მე საზოგადოებას და ათასობით პატიოსან პოლიციელს ბოდიშს ვუხდი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.