დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის ორგანიზებულ აქციაზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა. ჯანდაცვის მინისტრის ცნობით 12 წლის მირზა ცეცხლაძის საზღვარგარეთ მკურნალობა სრულად დაფინანსდება.
დღეს გამართულ აქციაზე ფონდის წევრები და ჟურნალისტები მთავრობას ლეიკემიით დაავადებული ბავშვების, კერძოდ კი მირზა ცეცხლაძის დახმარებისა და გადარჩენისკენ მოუწოდებდნენ.
აქციაზე მინისტრიმა განაცხადა, რომ დაიწყება პროგრამა და მუშაობა იმაზე, რომ დაფინანსდეს კიდევ ერთი მოზარდის, გიორგი გაბედავას საზღვარგარეთ მკურნალობაც.
აქციის მონაწილეები მინისტრის განცხადებას ბავშვების დახმარებასთან დაკავშირებით ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ და მას მადლობა გდაუხადეს.
აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატი წარწერით - "შეასრულეთ მოვალეობა, გადაარჩინეთ ბავშვების სიცოცხლე".
მასალის გამოყენების პირობები