ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიებების გასაშუქებლად აკრედიტაცია 300-მდე ჟურნალისტმა გაიარა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ ხელმძღვანელმა, ელენე გოცაძემ განაცხადა.
"დღეს გვეწვევა ჩრდილოატლანტიკური საბჭო და გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები. დაინტერესება დიდია, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ჟურნალისტების მხრიდან ამ ღონისძიებების მიმართ. აკრედიტაცია ამ დროისთვის 300-მდე ჟურნალისტმა გაიარა, რომელთა შორის არიან, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედიის წარმოამადგენლები", -განაცხადა ელენე გოცაძემ.
მისივე თქმით, მედიაცენტრში ყველა პირობაა იმისთვის, რომ ღონისძიებები მაღალ დონეზე გაშუქდეს.
მასალის გამოყენების პირობები