Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/1340113573_gv4-gamocdebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში წელს 1687 აბიტურიენტს ელოდებიან
2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დასრულებულია. წელს გამოცდებში 42 ათასამდე აბიტურიენტი მიიღებს მონაწილეობას. ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში  წელს 1687 აბიტურიენტს ელოდებიან, ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ქირიამ განუცხადა. ნანა ქირიას თქმით, საგამოცდო ცენტრი მზადაა მიიღოს აბიტურიენტები და მაგისტრანტები, რაც შეეხება გალის რაიონიდან გადმოსულ აბიტურიენტებს, მათი რაოდენობა ხვალ გახდება ცნობილი. ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილის თქმით, წელს, ბოლო წლებთან შედარებით, აბიტურიენტთა უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წლევანდელი რეგისტრაციის მონაცემები ერთიანი ეროვნული გამოცდების არსებობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. 2012 წელს სტუდენტობა 36 000-მდე აბიტურიენტს სურდა, 2011 წელს კი რეგისტრაცია 33 000-ზე ოდნავ მეტმა ახალგაზრდამ გაიარა. აქამდე, „რეკორდსმენი“ 2008 წელი იყო, როდესაც გამოცდებისთვის 40 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. რამ გამოიწვია ასეთი მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს, ამის შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჯერჯერობით არ საუბრობენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.