საქველმოქმედო საღამო ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდასაჭერად (ვიდეო)
21:24 / 07.03.2018
ასოციაცია „მერკურის“ ორგანიზებით ზუგდიდში ქალთა დღის აღსანიშნავად
საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. საღამოზე ხელნაკეთი ნივთების
გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ძალადობის მსხვერპლ ქალთა
თავშესაფარს, რომელიც გასულ წელს ასოციაცია „მერკურიმ“ პოლონურ
პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად გახსნა. დამსწრეებისთვის ანსამბლმა
„ოდოია“ პოლონელ მოხალისესთან ერთად ფოლკლორული ნომრები
შეასრულა.
„გადავწყვიტეთ განსხვავებული ფორმით აღგვენიშნა 8 მარტი და მოვიწვიეთ
ქალთა უფლებებზე მომუშავე პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.ჩვენი მთავარი
მიზანია თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის და მათი საჭიროებებისთვის
მოგროვდეს გარკვეული შემოწირულობა“, - აღნიშნა „მერკურის“
დამფუძნებელმა ნანა თოდუამ.
საღამოზე წარმოდენილი იყო ციცინო შენგელიას მიერ შექმნილი ბრენდის -
„ციცი HandMade” მიერ წარმოებული პროდუქცია.
„ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს ჩემი პატარა სახელოსნოს
სახელით შევუერთდე ამ მნიშვნელოვან აქციას, რომელიც ასოციაცია
„მერკურიმ“ წამოიწყო. მოგეხსენებათ, მათ აქვთ თავშესაფარი
ქალებისათვის, რომელიც მდებარეობს ზუგდიდში. გამიხარდა, რომ მივიღე
შემოთავაზება და დღეს გაყიდული ნივთები ელემენტარული საყოფაცხოვრებო
ნივთების შესაძენად გადაეცემა თავშესაფარს“ - თქვა ციცინო
შენგელიამ.
ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფრის შენობის რეაბილიტაცია და
ფუნქციონირება გასული წლის დეკემბერში პროექტის "ოჯახში ძალადობის
პრევენციის სისტემის გაძლიერების და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა
საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა, რომელიც პოლონეთის საგარეო
საქმეთა სამინისტროს მიერ არის თანადაფინანსებული.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები