თბილისის საკრებულოში აცხადებენ რომ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მამუკა ახვლედიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ავალიანი, გლდანი- ნაძალადევის რაიონის გამგებელი, საკრებულოს წევრი მამუკა გუგეშაშვილი, და კიდევ სხვა პირები არიან დაკავავებულები, რომლებიც ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იმყოფებიან.
როგორც საკრებულოს პრესსამსახურში აცხადბენ, მაღალჩინოსნების დაკავება სხვადასხვა ადგილიდან, დღეს, 27 ივნისს დილით მოხდა. დამატებით ინფორმაციას დაკავებასთან დაკავშირებით საკრებულოს პრესსამსახურში არ ფლობენ.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში კი, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გააჩნიათ.
საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, დღეს დილით დააკავებულთა შორის არიან თბილისის 2 ვიცე მერი, თბილისის საკარებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს 5 წევრი, და ასევე, ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ლიდერი. მისი თქმით, ჯამში 20 ადამიანია დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები