Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/1340113573_gv4-gamocdebi1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/1340113573_gv4-gamocdebi1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/1340113573_gv4-gamocdebi1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/1340113573_gv4-gamocdebi1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესს დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკვირდებოდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდები ორ სესიად იმართება. პირველი სესიისათვის რეგისტრაცია 08:00 საათზე, გამოცდა კი, 09:00 საათზე დაიწყო. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზეა, გამოცდა 15:00 საათზე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 146 საგამოცდო სექტორია. პირველ სესიაში 2181 აბიტურიენტი მონაწილეობს. საგამოცდო ტესტები პოლიციის სამმართველოებიდან საგამოცდო ცენტრებამდე 06:30 საათზე მიიტანეს. საქართველოს 12 ქალაქში გახსნილ 18 საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე 10 ათასზე მეტი აბიტურიენტი გაივლის ტესტირებას. საგამოცდო პროცესში ჩართულია 1800-ზე მეტი მეთვალყურე და კურატორი. დაახლოებით ამდენივე აბიტურიენტია მეორე სესიაზე. ზუგდიდში გამოცდების ცენტრის ადმინისტრატორის ნანა ქირიას თქმით, პირველ სესიაზე სიით 417 ბავშვი იყო რეგისტრირებული, თუმცა, მათგან 411 გამოცხადდა მხოლოდ. საერთო ჯამში კი 1700–მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. ზუგდიდის გამოცდების ცენტრი #2 საჯარო სკოლაშია განთავსებული. ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილია სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით, ნებისმიერი სახის ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად კი, ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე იმორიგევებს სასწრაფო დახამრების მანქანა, სამაშველო სამსახური. წესრიგს კი საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.