1 ივლისიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება. წელს პეტრე-პავლობის მარხვა 12 დღიანია და 12 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
12 ივლისი, პეტრე-პავლობის დღესასწაული, პარასკევი დღეა, რის გამოც ეს დღე თევზით ხსნილია.
დიდმარხვასთან შედარებით პეტრე-პავლობის მარხვა მსუბუქია. როგორც წესი, ეს მარხვა თევზით ხსნილია.
მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.
მასალის გამოყენების პირობები