რეგიონი
შლაგბაუმი გუბერნიასთან - წესრიგი თუ დაბრკოლება მოქალაქეებისთვის (ფოტო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ შლაგბაუმი მეორედ რამდენიმე თვის წინ მას შემდეგ დაამონტაჟეს, რაც ადმინისტრაციული შენობის წინ ფილები დაიგო. ამავე ტერიტორიაზე კიდევ სამი ობიექტი - ყვავილების მაღაზია, რესტორანი და სამედიცინო დაწესებულება "თანაზიარია" განთავსებული. ობიექტების მფლობელები ამბობენ, რომ შლაგბაუმი მათთვის და მათთან მოსული მოქალაქეებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს.

„თანაზიარის“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ღამის საათებში პაციენტების კლინიკის კარამდე მისვლა პრობლემას წარმოადგენდა.



„პაციენტი, რომელიც მოიყვანეს ღამით, გააბრუნა პატრონმა და სხვა სამედიცინო დაწესებულებაში წაიყვანა, რადგან შლაგბაუმი დაკეტილი იყო. მე მივედი მერიაში, რის შემდეგაც გაითვალისიწინეს ჩემი თხოვნა და ახლა ღამის განმავლობაში ღიაა, თუმცა სასურველია, რომ ბენეფიციარებისთვის შემოსასვლელი იყოს ცალკე, რომ მათ დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დაუბრკოლებლად შეეძლოთ შემოსვლა“, - აღნიშნა ბეჭვაიამ.

შლაგბაუმის ამ ტერიტორიაზე არსებობაში პრობლემას ხედავს ყვავილების მაღაზიის მფლობელიც. რუსუდან ვართაგავამ გვითხრა, რომ მას შემდეგ, რაც ახალი შლაგბაუმი მოეწყო, მყიდველების რაოდენობა, დაახლოებით, 70 %-ით შეუმცირდა.



„დაბრკოლებას წარმოადგენს, კლიენტი მოდის, შლაგბამუმი დაკეტილია. მე ხომ ვერ დავგდები, რომ კარები გავუღო. გვეუბნებიან, სხვაგან ვყიდულობთო, რამდენჯერაც მოვედით, იმდენჯერ დაკეტილი დაგვხდაო. როცა აკეთებდნენ, მივმართეთ, რომ პრობლემა შემექმნებოდა და გვითხრეს, გვერდიდან ხომ გაქვთ ადგილიო“, თქვა ვართაგავამ და დასძინა, რომ შლაგბაუმი უნდა მოიხსნას.

ამ პოზიციაზეა სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდიაც, რომელიც, უკვე წლებია, აღნიშნულ ადგილას შლაგბაუმის დამონტაჟებას აპროტესტებს. თავად ერთ-ერთი მათგანია, ვინც ავადმყოფი კლინიკის კარებამდე ავტომობილით ვერ მიიყვანა.

„მაშინ, როცა სასწრაფო დახმარების მანქანებს შლაგბაუმთან დგომა და ძვირფასი წუთების დაკარგვა უწევთ, მაშინ როცა ავადმყოფები, ხელში აყვანილი მიგვყავს კლინიკამდე, პირადი კომფორტისთვის გაგვწირეს. არადა შეეძლოთ, მარტივად მოეგვარებინათ უგუნურობით გამოწვეული შეცდომა, თავიანთი საკადასტრო კოდის გასწვრივ დაემონტაჟებინათ შლაგბაუმი და არა პროტესტის გასაბათილებლად მიესაკუთრებინათ ტერიტორია. ახლაც არაა გვიანი, შეუძლიათ გვერდით გაწიონ და უცხო მანქანებს თავიანთ ტერიტორიაზე შეუზღუდონ შესვლა. ამის შემდეგ კი მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ იმ სამი ობიექტის სერვისებით სარგებლობა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ზარანდიამ.



თავის მხრივ, გუბერნიის ადმინისტრაციასა და ზუგდიდის მერიაში ჩვენს კითხვებზე გვიპასუხეს, რომ შლაგბაუმი მოძრაობის მოსაწერსიგებლად ნებისმიერ ადმინისტრაციულ შენობასთან ან სამედიცინო დაწესებულებასთან არის და ის მოქალაქეებისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

„შლაგბაუმი ნებისმიერ ადმინისტრაციულ შენობას აქვს და მისი გასახსნელი პულტი, ყველა ობიექტის წარმომადგენელს აქვს, ასევე დაცვასაც და დაბრკოლება ამის გამო არავის არ ექმნება. ასევე, 18:30 დან 08:00 მდე შლაგბაუმი არის ღია”, - აღნიშნეს მერიაში.

შპს „ალგი ჯგუფმა“, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, შლაგბაუმი გუბერნიის გვერდით გასულ თვეს მოაწყო.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.