21 დაღუპული და 2 დაკარგული - 13 ივნისის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა
2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან სამი
წელი გავიდა. სტიქია მდინარე ვერეს ადიდებამ და ბეთანიის გზაზე
წარმოქმნილმა
მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.
შედეგად, მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა
ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა
მოედანი, "მზიურის" პარკი და ზოოპარკი.
ტრაგედიას 21 ადამიანის, მათ შორის ხობელი დების ინდირა და ლიზა
ზარანდიებისა და ზუგდიდელი მარიამ ქუთელიას სიცოცხლე შეეწირა. ორი
ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება სტიქიას
ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილიც.
ფოტო: ინტერნეტი
მასალის გამოყენების პირობები