შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხი განიხილეს.
შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს შეხვდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილი საპატიო მედლით - "კანონის დამცველი" დააჯილდოვა.
შსს-ს ცნობით, მინისტრმა შეხვედრები საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრთან და ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორთან გამართა. მათ სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული რეფორმები და ამ მიმართულებით დაგეგმილი სხვა ღონისძიებები განიხილეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები