შტორმის დროს ზღვაში სომეხი ეროვნების ტურისტები იყვნენ შესული, რომლებიც სამაშველო ბრიგადების დახმარებით გამოიყვანეს.
როგორც ქობულეთის გამგებელმა თენგიზ ზოიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შტორმის შედეგად დაზიანდა სანაპიროზე განთავსებული რამდენიმე კაფე.
"ძლიერი შტორმია. სანაპიროსთან ახლოს რამდენიმე კაფე დაზიანდა. სომეხი ეროვნების რამდენიმე მამაკაცი ზღვაში ბანაობდა, ისინი ძლიერმა ტალღამ ჩაითრია. მაშველებმა მათი გადარჩენა შეძლეს", - აღნიშნა ზოიძემ.
მისივე თქმით, ზღვა ახლაც ღელავს და ბანაობა აკრძალულია. ქობულეთის სანაპიროზე ზღვის ტალღების სიმძლავრე 4-დან 5 ბალამდეა.
მასალის გამოყენების პირობები