Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/archillll.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/archillll.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/archillll.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/archillll.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
არჩილ კბილაშვილი პატიმრების წამების სხვადსახვა დეტალებზე საუბრობს
მთავარი  პროკურორი  არჩილ კბილაშვილი  საზოგადოებას პატიმართა სასტიკი მოპყრობის სხვადასხვა მეთოდებს აცნობს. როგორც კბილაშვილმა  ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ  სისტემური გამოძიება სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში დაიწყო და დაკითხულ იქნა 2300 პატიმარი. "მე მაქვს ხელთ პატარა ამონარიდი, ანალიტიკური დასკვნა იმ ჩვენებების ანალიზის საფუძველზე გაკეთებული, რომელიც 2300 პატიმრის ჩვენების საფუძველზე გაკეთდა და მე თქვენ ჩამოგითვლით მეთოდებს, რომლითაც ხდებოდა პატიმართა მიმართ მოპყრობა საერთოდ საქართველოში, უკლებლივ ყველა დაწესებულებაში. ესენია - მაგალითისათვის, ცემა, წამება, არაჰუმანური მოპყრობა ჯგუფურად, შეუჩერებლად, მრავალჯერ, უმიზეზოდ, სასტიკად, რეზინის ხელკეტით, კრივის ხელთათმანით, სავარჯიშო ბალიშით, ერთი მეტრი მილის წყლის პლასტმასის მილით, ორლიტრიანი წყლით სავსე ბოთლით, წამება ელექტროშოკით, სილის ჭამით, წყლით სავსე ჭურჭელში თავის ჩაყოფით, ბორკილდადებული პატიმრების ცემით, რომელთაც აბამდნენ ტრენაჟორებზე, ხელფეხშეკრულს საათობით ჰკიდებდნენ სავარჯიშო ძელზე, ახდენდნენ აღნიშნული ფაქტების ვიდეოგადაღებას; პატიმრებს საათობით ამყოფებდნენ წვიმასა და თოვლში ღია ცის ქვეშ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიყვანისთანავე თვითმხილველთა თანდასწრებით თანამშრომლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხმამაღალი სიცილის, პროტესტის გამოთქმის შემთხვევაში და ა.შ. ხდებობდა პატიმართა მასობრივი დასჯა. წამლის მოთხოვნის გამო ხდებოდა მათი სასტიკად ცემა. ადგილი ჰქონდა კბილების ჩამტვრევის, ნეკნების დაზიანების არაერთ შემთხვევას. ბანაობის დროს სისტემატიურად უწყვეტდნენ წყალს და ადამიანები რჩებოდნენ საპნიანები. აბანოში ხშირად მხოლოდ ცხელ ან ცივ წყალს უშვებდნენ. აიძულებდნენ ცხელი კერძები რამდენიმე წამში ეჭამათ, ვინც ვერ ასწრებდა, აღვრევინებდნენ დარჩენილ საჭმელს და რჩებოდნენ მშიერი. დასჯის მიზნით მშიერ პატიმარს აყენებდნენ კუთხეში. იყო გაუპატიურების და გაუპატიურების მუქარის ფაქტები", - განაცხადა კბილაშვილმა.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.