Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/barbare.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/barbare.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/barbare.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/barbare.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ბარბარე რაფალიანცის ოჯახი შსს-ს მიერ წარმოებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს
10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. "ნდობა გვაქვს დაკარგული, გამომძიებლებს უნდობლობას ვუცხადებთ. თუ ვერ იძიებენ საქმეს ღარიბაშვილის გამოყოფილი გამომძიებლები, გადაეცეს ის პროკურატურას, თუმცა ამაზეც უარი მივიღეთ. ღარიბაშვილმა თქვა, ჩვენ გამოვიძიებთო, მაგრამ ამას რის საფუძველზე იძახის, როცა გამომძიებლებს ვურეკავთ და არანაირ დამაიმედებელს არ გვეუბნებიან", - განუცხადა ჟურნალისტებს დაღუპული ჩვილის დედა თათია მექერიშვილმა. ამასთან, ის შს სამინისტროს სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის მიზნით უწყებაში ოჯახის წევრთა მოტყუებით მიყვანაში ადანაშაულებს. "ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდით, მაგრამ გვითხრეს, მთავრობის პირს უნდა თქვენთან შეხვედრაო. წაგვიყვანეს მოტყუებით და დაგვსვეს სიცრუის დეტექტორზე", - აღნიშნა ბარბარე რაფალიანცის დედამ. გარდაცვლილი ბავშვის ბებიის თინა მექერიშვილის შეფასებითაც, უკვე 9 თვეა შსს-გან ცრუ დაპირებებს იღებენ. "აღარ მჯერა, რადგან 9 თვეა, გვეუბნება ღარიბაშვილი, წინა ხელისუფლებამ გამოძიება ჩიხში შეიყვანაო. სულ ამას იმეორებენ. როცა პირადად შევხდით, იმედი მოგვცა, რომ სამ კვირაში გახსნიდა საქმეს, მაგრამ მხოლოდ დაპირებები მოვისმინეთ. მაინტერესებს, რა აძლევს მინისტრს იმ განცხადების გაკეთების საფუძველს, რომ საქმე მალე გაისნება? დავიღალეთ ლოდინით", - დასძინა თინა მექერიშვილმა. გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორს, რაფალიანცის საქმე მისმა უწყებამ გამოიძიოს. ამასთან ოჯახი საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც მიმართავს და საქმეში FBI-ს გამომძიებლების ჩართვაში ფინანსურ დამარებას სთხოვს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.