Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/patriarki.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/patriarki.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/patriarki.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/patriarki.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ილია მეორე - მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული
სხვისი ცოდვების გამოძიების გამო, მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. კათოლიკოს-პატრიარქმა სრულიად საქართველოს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ადამიანები ბოროტებას საკუთარ თავში ვერ ხედავენ და ცდილობენ, სხვები გამოასწორონ, სინამდვილეში კი, ადამიანმა გამოსწორება საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს. უწმინდესი საქართველოში არსებულ დღევანდელ მდგომარეობას შეეხო და აღნიშნა, რომ მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული. ყველა ერთმანეთს განიკითხავს და მიაჩნია, რომ სხვა არის დამნაშავე. ეს სიკეთისკენ არ მიგვიყვანს. "ეს სიკეთისაკენ არ მიგვიყვანს. მე მინდა, ვთხოვო ხელისუფლებას, ხალხს, იფიქრონ გაჭირვებულ ადამიანებზე, ადამიანების დასაქმებაზე, განათლებაზე, ვიფიქროთ ობლებზე და გაჭირვებულ ადამიანებზე და ეს ყველაფერი შეცვლის ადამიანებს. ისინი, ვინც ბოროტებას აკეთებს, სიკეთეს გააკეთებს. ეკლესიამ უნდა აჩვენოს ამ სიკეთის კეთების მაგალითი", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა. უწმინდესმა ასევე ბრძანა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეძლებს როგორღაც იმოქმედოს ხალხზე და ბოროტება სიკეთით გადაიქცეს. "უცოდველი ადამიანი არ არსებობს დედამიწაზე, მაგრამ ჩვენ ჩვენი სიკეთით უნდა დავფაროთ ის ნაწილი, რომელიც სხვებს აქვთ. წმინდა პავლე მოციქული ამბობს: "ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ასევე აღასრულეთ სჯული ქრისტესი". ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, იფიქროთ ხალხზე. უნდა შეჩერდეს განკითხვა, ცოდვების გამოძიება. თითქმის მთელი საქართველო სასამართლოდ იქცა, ხოლო ვთხოვ პრესას, ტელევიზიას, მედიას, ბევრი რამ კეთდება კეთილი საქართველოში და ნახეთ, აჩვენეთ ეს სიკეთე ხალხს, თორემ ნებისმიერ დროს, მოსახლეობას უფრო მეტად ცუდი ესმის ვინ დააკავეს და რომ უნდა დაისაჯოს", - ბრძანა ქადაგებისას უწმინდესმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.