მეგრული კერძი ელარჯი საერთაშორისო ვებ-პორტალის „Tastemade Travel”-ის კონკურსზე მოხვდა, სადაც ის გამარჯვებისთვის იბრძვის. პორტალის
ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში გამოყენებულია მარტვილში, ქეთო ნინიძის ოდის ფაცხაში ელარჯის მომზადების კადრები.
„ეს ცნობილი ქართული კერძი ყველის გაწელვის დედოფლად ითვლება. ელარჯი საქართველოს რეგიონის, სამეგრელოს ადგილობრივი კერძია. ის დღესაც ძველი ტრადიციული მეთოდით მზადდება. ინგრედინეტებია: ღერღილი (მსხვილად დაფქვილი სიმინდი) და წვრილად დაფქვილი სიმინდის ფქვილი და სულუგუნი, რომელთაც ერთ ქვაბში ათავსებენ, ურევენ და ცეცხლზე ხარშავენ. მის მომზადებას საკმაოდ დიდი ძალა სჭირდება. გალღობილი ყველი 5 წუთის განმავლობაში იჭიმება და იწელება, სანამ კერძი სრულყოფილ წებოვან კონსისტენციას არ მიაღწევს. ის ცხლად უნდა მიირთვათ, თქვენ საუკეთესო ყველის მოყვარულ მეგობრებთან“, - ასეთი წარწერები ახლავს ვიდეოს.
ნინიძემ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ვიდეო შარშან, USAID Zrda Activity in Georgia-ს პროექტის ფარგლებში, GLP Films-მა და რობ ჰოლმსმა გადაიღო. ელარჯი კი მარტვილელმა დიასახლისმა მოამზადა.
საუკეთესო კერძის ასარჩევად ხმის მიცემა მსურველებს იქვე მოცემული ონლაინ გამოკითხვით შეუძლიათ. ელარჯის კონკურენტები იაპონიის, მექსიკისა და მალაიზიის ტრადიციული კერძები არიან. ამ დროისთვის კი მას ყველაზე მეტი ხმა აქვს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები