Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/images-12.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/images-12.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/images-12.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/images-12.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
მარგველაშვილს განათლების მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძე შეცვლის
განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს განათლების მინისტრის პოსტზე მისი პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე შეცვლის. ამის შესახებ მარგველაშვილმა გუშინ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი მარგველაშვილი თამარ სანიკიძეს მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარადგენს. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი კანდიდატურა პრემიერთან უკვე შეათანხმა. თამარ სანიკიძის თქმით, იგი საქმის კურსში იყო, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილებოდა. ”გადაწყვეტილების მიღება უფრო დაჩქარებულად მოხდა, ვინაიდან მინისტრმა დროზე ადრე გადაწყვიტა პოსტის დატოვება. სამომავლო გეგმებიც გამომდინარეობს იმ სტრატეგიიდან და იმ ხედვიდან, რომელიც გვაქვს ამ სფეროსთან დაკავშირებით. იმ რეფორმებთან და სტრატეგიებთან დაკავშირებით, რომელსაც ვგეგმავდით, ნაწილი ცნობილია საზოგადოებისთვის, ნაწილი კი გასაშლელია, რასაც უახლოეს მომავალში მე გავაკეთებ და პირდაპირ მიზანმიმართულად დავიწყებთ სტრატეგიის განხორციელებას”,-აღნიშნა თამარ სანიკიძემ. თამარ სანიკიძე 2010-2012 წლებში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. განათლების მინისტრად გიორგი მარგველაშვილმა დამტკიცებისთანავე თამარ სანიკიძემ მისი პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა. შეგახსენებთ, რომ კოალიცია `ქართული ოცნების~ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას საარჩევნო კამპანიის დაწყების გამო ტოვებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.