2013 წლის 17 ივლისს 16:00-21:00 საათზე ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ფესტივალი „არტ-გენი“ 2013 მასპინძლობს ფოთს, სვანეთსა და აფხაზეთს.აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით 16:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება აფხაზეთის თემატიკაზე გადაღებული ფოტო-მასალა, გამოფენილი იქნება ქართული კალიგრაფიული ნიმუშები შესრულებული ქვაზე, ტყავზე, ქაღალდსა და ფაიფურზე.
აფხაზეთიდან დევნილი სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მიწვეულ შემსრულებლებთან ერთად წარმოაჩენენ აფხაზეთის მდიდარ კულტურულ ტრადიციებს.
ფესტივალზე აჟღერდება ქართული და აფხაზური სიმღერები, ხოლო საგანგებოდ გაშლილ სუფრაზე სტუმრებს აფხაზური ტრადიციული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცემათ.
არტ-გენის ფესტივალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ეწვევა.
ფესტივალ „არტ–გენი–2013“-ის ფარგლებში აფხაზეთის დღე კინოცენტრის „აფხაზეთი“-ს ორგანიზებით გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები