სატრანზიტო გადამზიდავებს სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მოწყობილობით - ე.წ. ტაქოგრაფებით აღჭურვა მოუწევთ, რომელიც აფიქსირებს, რამდენი კილომეტრი გაიარა მანქანამ, რა დროის განმავლობაში მოძრაობდა ის და დროის რა ინტერვალი ჰქონდა მძღოლს შესვენებისთვის.წინააღმდეგ შემთხვევაში, ტაქოგრაფის არქონა მათ ადმინისტრაციულ დარღვევად ჩაეთვლებათ და დაჯარიმდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით იმის გამო, რომ დღეს ასეთი კონტროლი არ ხორციელდება, ხშირ შემთხვევაში, სატრანზიტო გადაზიდვების განმახორციელებელი მძღოლები სხვა მძოლებისთვის საფრთხეს ქმნიან. მისივე განცხდაებით ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა, რომლის არგანხორციელების შემთხვევაში საქართველოში დარეგისტრირებული გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალება ევროპის ქვეყნებში ვეღარ იმოძრავებს. ასეთი ვალდებულება მთავრობამ განკარგულებით, მარტის თვეში აიღო და წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს. სატრანზიტო ავტომობილების ტაქოგრაფებით აღჭურვა ნიშნავს იმას, რომ ერთი - კომპანიამ უნდა იზრუნოს, რომ მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ასეთი ტექნიკური საშუალება ჰქონდეს და მეორე, თითოეული პატრული უნდა აღიჭურვოს ტექნიკული საშუალებით, რომლის მეშვეობით მონაცემებს ტაქოგრაფებში წაიკითხავს. აცხადებენ სამინისტროში.
რაც შეეხება აღნიშნული წესის დარღვევისათვის გათვალისწინებულ სანქციებს, ჯარიმა იქნება 500 ლარი.ეკონომიკის სამინისტროს ექნება უფლებამოსილება დააჯარიმოს კომპანია, ვისაც ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება ეკუთვნის. ეს ჯარიმა კი 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
ამ მიმართულებით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
მასალის გამოყენების პირობები