ზემფირას კონცერტი, რომელიც საქართველოში 22-24 ივლისს უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. ამის შესახებ განცხადება მომღერლის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
"გუშინ 16:00 საათზე შემატყობინეს, რომ კონცერტები საქართველოში ხმის და განათების აუცილებელი აღჭურვილობის არარსებობის გამო ჩაიშალა. ახალმა ამბავმა გული ამიცრუა და გამანაწყენა. საქართველო, ვწუხვარ! უფრო დეტალურ ინფორმაციას კომპანია С.А.Т-ი მოგაწვდით. მე უკვე შვებულება დამეწყო" , - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები