Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/mikheil-saakashvili_790145c.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი ცნობილი რუსი სამოქალაქო აქტივისტის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას ეხმაურება
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცნობილი რუსი სამოქალაქო აქტივისტის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის განცხადება სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" , პრეზიდენტის ოფიციალურ გვედრზე გავრცელდა. "დღეს, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალექსეი ნავალნი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. პუტინის რეჟიმის მიერ კორუფციასთან და თაღლითობასთან მთავარი მებრძოლის თაღლითობის ბრალდებით გასამართლება დღევანდელი ოფიციალური რუსეთის ცინიზმის კლასიკური გამოვლინებაა, თუმცა ეს არათუ ვერ ჩაკლავს რუსი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, არამედ - კიდევ უფრო გაამძაფრებს მას. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე თავად რუსი ხალხი, განსაკუთრებით კი თანამედროვე პირობებში გაზრდილი ახალი თაობა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მიაღწევს და რუსეთი რეგიონში არასტაბილურობისა და აგრესიის ფაქტორიდან თავისუფალ ქვეყნად და მეზობლებისთვის სასურველ პარტნიორად გარდაიქმნება. რუსეთის დღევანდელი არადემოკრატიული მმართველობა, ქვეყნის შინ თუ გარეთ შანტაჟისა და დაშინების მეთოდების გამოყენება ის ძირითადი ფაქტორებია, რაც ხელს უშლის არა მხოლოდ რუსეთის განვითარებას, არამედ ანგრევს ნდობას რუსეთის მიმართ და რუსეთს უკიდურესად არაკომფორტულ პარტნიორად აქცევს. დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთი სასურველი პარტნიორი იქნება როგორც მრავალრიცხოვანი მეზობლებისთვის, ასევე - მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ასეთ რუსეთთან ურთიერთობას მეზობლები თავს კი არ აარიდებენ, არამედ - დიდი ენთუზიაზმით ითანამშრომლებენ მასთან, დაამყარებენ მჭიდრო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადამიანურ კავშირებს და საუკეთესო კეთილმეზობლურ ურთიერთობაში ჩაებმებიან. კიდევ ერთხელ, დიდ შეშფოთებას გამოვხატავ ცნობილი რუსი სამოქალაქო აქტივისტის უსამართლო დაპატიმრების გამო და გამოვთქვამ რწმენას, რომ ხალხის ძალისხმებით საბოლოოდ მაინც თავისუფლება და პროგრესი იზეიმებს როგორც რუსეთში, ასევე - მთლიანად ჩვენს დიდ რეგიონში",- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში. როგორც ცნობილია, ალექსეი ნავალნის სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.