რომში, კარაბინიერების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, კრიმინალური დაჯგუფების წევრები, საქართველოს 37 მოქალაქე დააკავეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის 3 ქალია.
სამართალდამცავების ცნობით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები რომსა და რომის გარეუბნებში სახლებისა და ბინების გაქურდვით იყვნენ დაკავებულები. მათივე განმარტებით, დაკავებულები იყენებდნენ ე.წ. "key bumping"-ის მეთოდს, რაც საკეტზე არ ტოვებდა გატეხის კვალს. ადგილობრივი სამართალდამცველების ვარაუდით, ე.წ. "ატმიჩკები", რომლითაც საკეტების გატეხვა ხდებოდა, საქართველოში მზადდებოდა და იტალიაში სწორედ იქიდან იგზავნებოდა.
როგორც უცხოური მედია წერს, ბოლო თვეების განმავლობაში ეს უკვე მეორე სპეცოპერაციაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიერ "ორგანიზებული დანაშაულის" წინააღმდეგ ჩატარდა. 2012 წელს იტალიელმა სამართალდამცავებმა დააკავეს ქართული დაჯგუფების 14 წევრი. დაკავებულების ბინებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო ოქრო, ვერცხლი, სამკაულები და ძვირადღირებული კომპიუტერები, რომლის ჯამური ფასი 2 მილიონ ევროს აღწევდა.
მასალის გამოყენების პირობები