ახალი ამბები
„ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია“ შეიძლება გაიზარდოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, არის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გაფართოება მოხდება. მისივე ინფორმაციით, იქნება მაღალი სტანდარტი, რაც პარტნიორებს აღნიშნულ სიაში შეყვანილი პირების მიმართ სანქციების გატარების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ევროპული საქართველოს“ კითხვაზე,თუ რატომ არ მოხდა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გაფართოება და რატომ არ არის სიაში დღემდე შეყვანილი რუსეთის ფედერაციის არც ერთი ოფიცერი და საოკუპაციო ძალების არც ერთი წარმომადგენელი,განმარტა. ბახტაძის თქმით, სტანდარტი უნდა იყოს ძალიან მაღალი, რათა სია იყოს არა გულის მოსაფხანად, არამედ რეალურ ცხოვრებაში იმპლემენტაციისთვის.

„ჩვენი მთავარი მიზანია “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ძალიან დიდი წონა ჰქონდეს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ ყველა არგუმენტი იმისა, დაგვეხმარონ, რათა სიის რეალურ ცხოვრებაში დანერგვა მოხდეს. ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს გამოსვლას ვერც ერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან, რომ ეს საკითხი არ წამომეწიოს. რამდენიმე დღის წინ აშშ-მ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ეს არის დიდი გამარჯვება და დიდი მადლობა ამისთვის ჩვენს მეგობრებს. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს და წევრ ქვეყნებს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ ლიეტუვამ ეს სანქციები უკვე დააწესა. მსგავსი რეზოლუცია ირლანდიის და კანადის პარლამენტმა მიიღო. ეს ყველაფერი იმის წინაპირობას ქმნის, რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში სიის იმპლემენტაცია. მქონდა კონსულტაციები შესაბამისს ორგანოებთან და არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ახლო პერიოდში გაიზრდება. ჩვენ უნდა გვქონდეს ბრალდების უმაღლესი სტანდარტი, რომ ჩვენს მეგობრებს ჰქონდეთ ბერკეტი იმისთვის, რომ სიის რეალურ ცხოვრებაში იმპლემენტაციაში დაგვეხმარნონ. ამას აუცილებლად მივაღწევთ!“, - განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია 21 მარტს მიიღო.

ამავე თემაზე:

ევროსაბჭომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას მხარი დაუჭირა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.