რეგიონი
ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი: მართლმადიდებლურ რწმენას არაფერი აქვს საერთო რუსეთის ქმედებებთან
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საქართველოში და პარლამენტში რუსი დეპუტატების ვიზიტს ეხმაურება და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ქმედებებს მართლმადიდებლურ რწმენასთან კავშირი არ აქვს. მიტროპოლიტი დღეს მომხდარს სახელმწიფოებრიობისთვის სამწუხარო ფაქტს უწოდებს. 

„დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი.

იმ ვითარებაში, როცა ჩვენი სამშობლოს მნიშვნელოვანი ნაწილი დაპყრობილია რუსეთის სახელმწიფოს მიერ, და საქართველოს მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი საკუთარი კერებიდან არის განდევნილი და ღირსებაშელახული, სრულიად მიუღებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც დღესაც, საქართველოში სტუმრობისას, მათ ქართველ კოლეგებს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას მოურიდებლად გვიცხადებს, რომ მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოკვეთას დედა სამშობლოს წიაღიდან, და მოცემულ რეალობასთან შეგუებას გვირჩევს, მართლმადიდებლური სამყაროს სახელით ხელმძღვანელობდეს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამართულ საპარლამენტთაშორისო ფორუმს.

განსაკუთრებული ყურადღების საგანია ის, რომ:

- ეს არის საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც მიღებული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ;

- ეს არის ის ისტორიული ადგილი, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, რითაც დიდ ქართველთა სანუკვარი იდეალები აღასრულა.

ვფიქრობთ, რომ ამ ქმედებით ჩრდილი მიადგა ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს!!!

პირადად ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი სასულიერო პირისთვის, უაღრესად სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში სიტყვა მართლმადიდებლობა სრულიად დაცლილია წმიდა სახარებისეული შინაარსიდან და გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ ბნელი და უაღრესად საშიში პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ. ამიტომაც დავძენთ შემდეგს:

იესო ქრისტეს ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რწმენას არაფერი აქვს საერთო იმ დამპყრობლურ ინტერესებთან და ქმედებებთან, რასაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოსთან მიმართებით“, - აღნიშნულია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში", - აღნიშნულია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

კახა კალაძე: რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.