Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/praimeri4.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/praimeri4.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/praimeri4.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/praimeri4.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
საია ზუგდიდისა და ბათუმის ინციდენტებზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს 20-21 ივლისს ზუგდიდსა და ბათუმში მომხდარი ინციდენტების გამო და მოუწოდებს პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა პირს უარი თქვას ძალადობაზე. საის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც რადიო "ათინათი"  უცვლელად გთავაზობთ: "მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, ადგილი ჰქონდა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ღონისძიების ჩაშლის მცდელობას. დაგეგმილი ღონისძიება აქციის ფონზე წარიმართა, პარტიის ლიდერებსა და დელეგატებს წინასწარ შეკრებილმა მოქალაქეებმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს, მათ ქვები და ბოთლები ესროლეს. ინციდენტისას დაზარალდა ერთი ჟურნალისტი. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ აქციაზე მოქალაქეთა მობილიზება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მიერ მოხდა. 21 ივლისს ასევე დაპირისპირების ფონზე წარიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერი ბათუმში. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას, როგორც კონსტიტუციით გარანტირებულ და დაცულ სიკეთეს. თუმცა, ამ უფლებათა განხორციელება აუცილებლად კანონის ჩარჩოებში უნდა ჩაჯდეს და ძალადობრივი ხასიათი არ უნდა მიიღოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პერიოდში ხელისუფლებამ უზრუნველყოს წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარება, არ დაუშვას ძალადობა და გამოვლენის შემთხვევაში აღკვეთოს ის. დღეს ქვეყნის ინტერესებში შედის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კონსტრუქციულ, ცივილურ გარემოში ჩატარება, რა დროსაც თითოეულ კანდიდატს საკუთარი ხედვებისა და საარჩევნო პროგრამის ამომრჩევლისთვის შეუფერხებლად გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით საია მოუწოდებს: თითოეულ მოქალაქეს - უარი თქვას პროტესტის ძალადობრივი ფორმებით გამოხატვაზე. ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ის პირები, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ, შესაძლებელია, წარსულში თავად იყვნენ ძალადობისა და უსამართლობის მსხვერპლნი, თუმცა მათ მსგავს ქმედებას სამართლებრივი გამართლება ვერ მოეძებნება. როგორც კი საწინააღმდეგოს დავუშვებთ, მსგავსი ქმედებები განმეორდება, რაც, ცხადია, დააზარალებს ქვეყნის ინტერესებს. საია მოუწოდებს სამართლდამცავ ორგანოებს - უზრუნველყონ წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების მშვიდობიან და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვა, ძალადობრივი აქტების ობიექტური, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება; საიას შეფასებით, ზუგდიდის ინციდენტში იკვეთება უფრო მძიმე კანონდარღვევის ნიშნები, რისი პრევენციაც მოცემულ შემთხვევაში დამდგარი პასუხისმგებლობის ზომით შესაძლებელია ვერ მოხდეს. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია თითოეული დარღვევის სწორი სამართლებრივი შეფასება და ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრება. საია მოიწოდებს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, უზრუნველყონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა და არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. საია აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს და იტოვებს იმედს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ორგანიზებული საჯარო შეხვედრები ძალადობის გარეშე ჩაივლის", - ნათქვამია საიას განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.