Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/TURQEIT1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/TURQEIT1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/TURQEIT1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/TURQEIT1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
თურქეთში მცხოვრები აფხაზები აფხაზეთთან სატრანსპორტო ემბარგოს მოხსნას მოითხოვენ
თურქეთში მცხოვრები აფხაზები თურქეთის ხელისუფლებას პეტიციით მიმართავენ და აფხაზეთთან სატრანსპორტო ემბარგოს დაუყონებლივ მოხსნას მოითხოვენ. როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი თურქეთში მცხოვრები აფხაზების მიმართვაშია ნათქვამი, "საქართველო შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში თურქულ სავაჭრო გემებზე, მუქარით და ძალის გამოყენებით მეკობრეობას აგრძელებს". "უფრო მეტიც, ამ ქმედებების თურქეთის რესპუბლიკის მიერ ნაჩუქარი შემტევი კატარღებით განხორციელება ამ საქმის ირონიული მხარეა", - აღნიშნულია პეტიციაში, რომელსაც თურქული მედია ავრცელებს. მათივე თქმით, თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურად აფხაზებს აფხაზეთში ჩასვლა მესამე ქვეყნის გავლით უწევთ. "თურქეთში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი მოქალაქეები, ნათესავებისა და სამშობლოს მოსანახულებლად ძნელი და დამღლელი გზის გავლით აფხაზეთში მესამე ქვეყნიდან ჩადიან, ეს გზა როგორც გრძელი, ასევე ძალიან ძვირიცაა, ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებებიდან ერთ-ერთი - გადაადგილების უფლება იზღუდება, აქედან გამომდინარე, ამ ემბარგოს დაუყონებლივ მოხსნას მოვითხოვთ", - ნათქვამია თურქეთში მცხოვრები აფხაზების განცხადებაში. მათივე თქმით, მაშინ, როდესაც აფხაზეთსა და თურქეთს შორის პირდაპირ მიმოსვლის საშუალება არსებობს, თურქეთის მმართველების პოლიტიკური არჩევანის გამო სატრანსპორტო ემბარგოს დაწესებით, აფხაზური წარმომავლობის თურქეთის მოქალაქეები ისტორიულ სამშობლოში ჩასვლის საკითხებში ძალიან დიდ პრობლემებს აწყდებიან და ძალიან წუხდებიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.