ზუგდიდში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა (ვიდეო)
18:01 / 11.07.2019
ასოციაცია "ათინათის" ორგანიზებით ზუგდიდის ტექნოპარკში, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა ფარგლებში“, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ჩატარდა.
შეხვედრაზე ოცდაათამდე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენელმა შეკრებილებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ფორუმის მთავარი მიზანი ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია იყო.
„ეს არის სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ მოხალისეობის პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, ისე ზოგადად, მოსახლეობაში. მოხალისეობა ასოციაცია „ათინათისთვის“ არ წარმოადგენს ახალ ღონისძიებას, ამას ჩვენი დაარსების პირველი დღეებიდან ვაკეთებთ. ასევე, ვცდილობთ, რომ ჩვენი გამოცდილება, ცოდნა და უნარები გავუზიაროთ სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს“, - თქვა ასოციაცია „ათინათის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ყალიჩავამ.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის „დროის ბანკის“ შესახებ.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსელია კონრად ადენაუერის ფონდი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები